logo
  • მთავარი
  • კონტაქტი
  • სერვისი
  • ჩვენ შესახებ
  • GPS მონიტორინგი
მოგვწერეთ
დაგვირეკეთ
+995 555 55 09 88
logo
  • +995 555 55 09 88
  • info@vit.ge
shape
shape
shape

Blog Details

Home Blog Details
image
  • By VIT ვიაითი
  • 11 Nov, 2025
  • GPS მონიტორინგი

როგორ შევარჩიოთ GPS მონიტორინგის სისტემა ავტომობილისთვის

მიუხედავად იმისა, რომ GPS ტრეკერის ყიდვა ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, რეალურად იგი მოითხოვს ყურადღებას სხვადასხვა დეტალზე. მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ მოწყობილობას ონლაინ, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შემდეგ სერიოზულ პრობლემებს იწვევს.



რეგიონთან თავსებადობა

ხშირ შემთხვევაში, მოწყობილობის აღწერაში მითითებულია, რომ შესაძლებელია მისი ნებისმიერ ქვეყანაში გამოყენება, მაგრამ რეალურად შეიძლება იყოს განკუთვნილი მხოლოდ კონკრეტული რეგიონებისთვის. გზაზე მონიტორინგი არ მუშაობს, მოწყობილობა ვერ პოულობს საკმარის თანამგზავრებს და შედეგად ვიღებთ არასწორ ინფორმაცია, როგორიცაა სიჩქარე, შეჩერებების რაოდენობა და თუნდაც ავტომობილი მდებარეობა. 

კავშირი და ქსელი

იაფფასიანი ტრეკერები ხშირად მხარს უჭერენ მხოლოდ 2G ქსელს. ავტომობილის გადაადგილებისას, განსაკუთრებით ქალაქის შემოგარენში ან სოფლის გზებზე, კავშირი ირღვევა, მონიტორინგი შეფერხებულია, შეტყობინებები მოდის დაგვიანებით ან საერთოდ არ მოდის.
აქ თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა, თუ თქვენ შეიძენთ 4G მხარდაჭერის მქონე GPS სისტემას, მას სამართავ პროგრამასთან კავშირისთვის დაჭირდება ინტერნეტი, ზუსტად ამიტომაა საჭირო SIM ბარათის შეძენა და ინტერნეტის პაკეტის გააქტიურება, რაც ყოველ თვე მოგიწევთ.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მობილური ოპერატორების სიმ ბარათები განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. ანუ ამ ტიპის კავშირისთვის პრიორიტეტულია მონაცემთა მოცულობა და არა სისწრაფე, რაც GPS მონიტორინგის სისტემებში გადამწყვეტია. 

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი GPS სისტემებში გამოგვეყენებინა სპეციალიზებული SIM ბარათები, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულად GPSსთვის და თქვენ არ მოგიწევთ ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება ყოველ თვე. 

სტაბილური M2M SIM ბარათი მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქსელზე, საუკეთესო კავშირის არჩევის პრინციპით. 
მაგალითად: თუ თქვენმა ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო თბილისში, სადაც ყველაზე კარგი დაფარვა SILKNET/GEOCELLს აქვს, მოწყობილობა მუშაობს ამ ქსელზე. თუ ავტომობილი წავიდა ყაზბეგში, სადაც უფრო ძლიერი სიგნალი MAGTICOMს აქვს, GPS მოწყობილობა ავტომატურად გადაერთვება ამ ქსელზე. ეს საშუალებას გვაძლევს კავშირი იყოს 99% სიზუსტის და კავშირის დაკარგვა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.  

სამართავი პანელი და აპლიკაცია

ბევრ GPS მოწყობილობას აქვს რთული ან მხოლოდ უცხოურ ენაზე შექმნილი აპლიკაცია, რომელიც კომპიუტერით მართვის შესაძლებლობას არ იძლევა. მანქანის მონიტორინგი არ არის მოსახერხებელი, აპლიკაცია ხშირად გაუმართავად მუშაობს და საშუალებას არ გვაძლევს ერთ სივრცეში რამდენიმე მანქანა ვაკონტროლოთ.

ჩვენი აპლიკაცია და ვებგვერდი ქართულენოვანია და ასევე მრავალი სხვა ენის მხარდაჭერაც აქვს, რომელიც  საშუალებას გაძლევთ მარტივად დაინახოთ რეალური გადაადგილება, ისტორია, სიჩქარე, საეჭვო ქცევები და ავტომობილის მდგომარეობა.

ინსტალაცია და დამატებითი ხარჯები

მოწყობილობის შეძენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სისტემის ინსტალაცია, მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას და შეიძლება დამატებით 100 ლარი დაგიჯდეთ. 

პოზიციონირების პროტოკოლები და ჩიპები

იაფფასიანი მოწყობილობები ხშირად მხარს უჭერენ მხოლოდ GPS-ს. შედეგად, ტყეებში, შენობებს შორის ან რთულ რელიეფში სიზუსტე ირღვევა, მონიტორინგი ცუდად მუშაობს. პრემიუმ GNSS ჩიპი, რომელიც მხარს უჭერს GPS + GLONASS + BeiDou სისტემებს, უზრუნველყოფს სტაბილურობას, ზუსტ პოზიციონირებას და სიგნალის სწრაფ აღდგენას.

ლიცენზია და მხარდაჭერა

მრავალი მოწყობილობა ერთი წლის შემდეგ ითხოვს დამატებით ლიცენზიას, რომელიც სისტემების მიხედვით 10-22$მდე მერყეობს. მის შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია და ლიცენზიის შეძენა. 


დამატებითი კრიტერიუმები

  • ელემენტის გამძლეობა –ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ რამდენ ხანს მუშაობს მოწყობილობა თუ მას კვება შეუჭყდება.

  • კლიმატური პირობები – მუშაობს თუ არა ექსტრემალურ ტემპერატურაში, წვიმაში, თოვლში.

  • მონიტორინგის მოქნილობა – ერთი სისტემით უნდა შეგეძლოთ რამდენიმე ავტომობილის კონტროლი.

  • შეტყობინებების სისტემა – რეალურ დროში შეტყობინებები, შეზღუდვები და მართვის სტილი, აუცილებელი ფუნქციებია, რომელიც თქვენს სისტემას უნდა ქონდეს.

  • მონაცემთა დაცვა – მონაცემები არ უნდა დაიკარგოს ქსელის გათიშვისას.

დასკვნა

გამოიყენეთ სისტემა, რომელიც სტაბილურად მუშაობს, ზუსტად პოზიციონირებს, მარტივად მართვადია და საჭიროებს მინიმალურ ძალისხმევას. მხოლოდ ასეთი სერვისი უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხოებას, სტაბილურ მონიტორინგს და თქვენ საშუალებას გაძლევთ მშვიდად ისარგებლოთ მომსახურებით, თქვენი დრო და ფული დაზოგოთ.

Tags: gps GPS შერჩევა ვიაითი
Share:
Search
Category
  • GPS მონიტორინგი (3)
Resent Post
  • image
    11 Nov, 2025
    როგორ შევარჩიოთ GPS მონიტორინგის სისტემა ავტომობილისთვის
  • image
    11 Nov, 2025
    რატომ ირჩევენ ჩვენს GPS მომსახურებას
  • image
    11 Nov, 2025
    GPS მონიტორინგის სისტემები
Tags
gps GPS შერჩევა ვიაითი VIT პოზიციონირების სისტემა gps მონიტორინგი gps სისტემა
shape
shape
shape
shape
shodow
image

ვიაითი თქვენი იდეა, ჩვენი გადაწყვეტილება

ჩვენი სერვისები

  • IT მენეჯმენტი
  • მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება
  • კიბერ უსაფრთხოება
  • ვიდეო სამეთვალყურეო და დაშვების სისტემები
  • IP ტელეფონია

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GPS მონიტორინგი

Contact Us

.

  • Opening Hours:

    ორშაბათი - შაბათი: 10.00 AM - 6.00 PM

  • Phone Call:

    +995 555 55 09 88

© ყველა უფლება დაცულია. 2024 VIT - ვი აი თი

  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა